დღეს საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს

დღეს საქართველო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. 24 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1995 წელს საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ქვეყნის მთავარი კანონი მიიღო, რომელმაც სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსი, ღირებულებები და პრინციპები განსაზღვრა. დოკუმენტი 1921 წლის კონსტიტუციის ტექსტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც დამფუძნებელმა კრებამ მიიღო და საბჭოთა ოკუპაციის გამო, მხოლოდ 4 დღე იმუშავა. უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში კი უზენაესმა კანონმა არა ერთი ცვლილება გაიარა.

დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი სტუმრებს მიღებაზე ელოდება. ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლები სასახლეში ამ წუთებში იკრიბებიან. იმართება ექსპოზიციაც, სადაც ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები გამოიფინება. წარმოდგენილი იქნება 1921 და 1995 წლების კონსტიტუციის დედნები, აგრეთვე, თემასთან დაკავშირებული ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა.