დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართება

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე უმრავლესობა იმ ინიციატივაზე იმსჯელებს, რომელიც მოქალაქეებისთვის ქონების სიმბოლურ თანხად, ერთ ლარად გადაცემას გულისხმობს.  საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ობიექტებში არიან შეჭრილები.

“ნაციონალური მოძრაობა” კი დღევანდელ სხდომაზე დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების მიზეზებთან დაკავშირებით კითხვების დასმას გეგმავს. ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ოპოზიცია ბაღებში  უხარისხო კვებასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.