დღეს ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა

დღეს ნოდარ დუმბაძის გარდაცვალების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მთაწმინდის პანთეონში მწერლის საფლავთან ოჯახის წევრები და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის თანამშრომლები შეიკრიბნენ.

დღესვე, დაანონსდა რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომელიც მწერლის 90 წლის იუბილეს უკავშირდება. თეატრი სეზონს, დღეს დუმბაძის ნაწარმოების მოტივებზე შექმნილი სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“ გახსნის.