დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილს დაკრძალავენ

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილს დაკრძალავენ. პანაშვიდი ამ წუთებში წეროვანის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს, საიდანაც გამოსვენება 14:00 საათზე  დაიწყება.

დაკრძალვის ცერემონიის გამო, საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, 13-დან 16 საათამდე,  თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ მიმავალი გზა ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.

ლიკა ალელიშვილი ჩაგვერთვება წეროვანიდან პირდაპირ ეთერში.