დღეს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხი განიხილება

დღეს კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.

“ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის ადვოკატები მოსამართლეების აცილებას ითხოვენ. უკრაინის მიგრაციული სამსახურის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ამის საფუძველი არ არსებობს.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დარბაზში იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებსაც სასამართლოში მისვლისკენ თავად სააკაშვილმა ერთი დღით  ადრე მოუწოდა.

სასამართლოს შენობასთან გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.