დღეს კახეთში მსოფლიო რბენა 2019 გაიმართება

დღეს კახეთში მსოფლიო რბენა 2019 იმართება.

მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ ტარდება. ეს ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი.

მსოფლიო რბენაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული მორბენლები, მათ შორის, ეტლით მოსარგებლე ადამიანები.