დღეს გიორგობაა – ხალხმრავლობაა გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში
დილიდან ხალხმრავლობაა გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მორწმუნეები ამ ტაძარში მოსალოცად სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან. სადღესასწაულო ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინება. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეა და 23 ნოემბერს კი მისი ბორბალზე წამების დღეს.