დღეს გიორგი ანწუხელიძეს დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ქართველი გმირის ხსოვნის პატივსაცემად მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში სამხედროები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და თანასოფლელები შეიკრიბნენ. მათ ეროვნული გმირი კიდევ ერთხელ გაიხსენეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ალავერდის ეპარქიის სასულიერო პირებმა კი პანაშვიდი აღავლინეს.