18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას 41 წელი შეუსრულდებოდა. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მისი ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ეროვნული გმირის ოჯახი.
უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა. გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.