დღეს გაგრის დაცემის დღეა
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულები გაიხსენეს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს დეპუტატებთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.