დღეს დიდგორობაა
დღეს დიდგორობაა – დიდგორის ბრძოლიდან 905 წელი გავიდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაული იმართება. დილიდან ადგილზე ხალხმრავლობაა. დიდგორის ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს სამხედრო პირები. ისაუბრეს თარიღის მნიშვნელობაზე. გაიხსენეს ისტორიული მოვლენები.
1121 წლის 12 აგვისტოს საქართველომ, დავით აღმაშენებლის ხელმძღვანელობით, თურქ-სელჩუკთა ლაშქარი დაამარცხა – ბრძოლა დავით მეფის გონივრული სტრატეგიის წყალობით ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ომი ისტორიაში „ძლევაი საკვირველის“ სახელით შევიდა.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.