დღეს დედაენის დღეა

დღეს დედაენის დღეა. ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით აღინიშნება. დაგეგმილია კახეთში იაკობ გოგებაშვილის ძეგლის ყვავილებით შემკობაც. ღონისძიებები თბილისში, დედაენის ბაღში, 12:00 საათიდან დაიწყო. პარალელურად, სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, მოძრაობის – „არა ბარბარიზმებს სკოლის მოსწავლეთა კონკურსში – „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას!“ გამარჯვებულებს გამოავლენენ და მათ პრეზიდენტი დააჯილდოებს.

​ნათია ქენქაძე დეტალებით.