დღეს დედაენის დღეა – თარიღი, რომელიც 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა. 48 წლის წინ უამრავი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა. ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა.
ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად, რუსული უნდა ყოფილიყო. ენის დასაცავად, ქუჩაში თავდაპირველად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები გავიდნენ. საპროტესტო მუხტი მალე მთელ ქალაქს მოედო. ათიათასობით მოქალაქე საპროტესტო აქციას სამთავრობო სახლთან მართავდა. ბრძოლამ შედეგი გამოიღო. კრემლმა გადაწყვეტილება შეცვალა.
ზუსტად 48 წლის წინ ამ დღეს ედუარდ შევარდნაძემ უმაღლესი საბჭოს დარბაზში განაცხადა, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს შეინარჩუნებდა. დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.