დღეს ბზობაა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
საზეიმო წირვა ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება.
სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო უძღვება.
მაკა ლაშხიას ჩართვა #მოამბე