დღეს ბზობაა – მეუფე შიოს ქადაგება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ. სიონის საპატრიარქო ტაძარში ღვთისმსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფე შიომ მრევლს ქადაგებით მიმართა, მოგვიანებით კი პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მაკა ლაშხია სიონიდან #მოამბე