დღეს ბუკა გალოგრეს ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

დღეს, 15 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე, კოტეტიშვილის 4 ნომერში, თბილისის იტალიურ ეზოში განთავსებულ სივრცეში, ქართველი მხატვრის, ბუკა გალოგრეს ნამუშევრების გამოფენა იხსნება. ხელოვანი დამთვალიერებელს საკუთარ სამუშაო სტუდიაში იწვევს, რომელიც ამავდროულად, საგამოფენო სივრცეც არის. ხელოვანის შემოქმედებითი ხედვა – სიუჟეტში კონცეპტუალურ არტისტს, ბუკა გალოგრეს გაგაცნობთ.

ავტორი: ნინო იმერლიშვილი.

ახალი დღე