დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ

18:10, 27.01.2018

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და პროექტის სხვა ავტორები დღეს ბათუმში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ. ავტონომიის კონსტიტუციაში ცვლილებები მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც პარლამენტმა აჭარის შესახებ კონსტიტუციური კანონი მიიღო.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ავტონომიის კონსტიტუცია სწორედ ამ კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წარმოდგენილ პროექტში ცვლილებების შეტანა არ შეიძლება.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, „იცვლება სახელმწიფო ორგანოთა მოწყობის წესი, ძლიერდება უმაღლესი საბჭო, განსაკუთრებით აჭარის მთავრობის კონტროლის მიმართულებით, ძლიერდება ადგილობრივი მთავრობაც.

მსგავსი