დღეს, 22:00 საათზე "საქართველოს ვარსკვლავი" პირველი არხის ეთერში

დღეს პირველი არხის მაყურებელი “საქართველოს ვარსკვლავის” ახალ მონაწილეებს გაიცნობს. მეგაშოუ დღეს, 22:00 საათზე გავა ეთერში, მანამდე კი პროექტის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილი და მსმენელებისთვის სიმღერებს ასრულებენ. ამ ფორმით ისინი  პროექტის მეორე ეპიზოდის ეთერში გასვლას აღნიშნავენ.

“საქართველოს ვარსკვლავს” ის საპროდიუსერო ჯგუფი ქმნის, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში, მაყურებელს ყველაზე რეიტინგულ და პოპულარულ შოუებს სთავაზობდა. პროექტის მონაწილეებს მარიკა შალიკაშვილი გაესაუბრა, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება.