დღეს, 22:00 საათზე, „მოამბის“ სპეციალური გამოშვება დაიწყება

დღეს 22:00 საათზე „მოამბის“ სპეციალური გამოშვება დაიწყება. საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძრიდან, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდება. წელს უკვე მეორედ, პირდაპირი ჩართვები არა მხოლოდ სამების ტაძრიდან, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ტაძრებიდან ხორციელდება.

საქართველოს პირველი არხისა და „მოამბის“ ჟურნალისტები მუშაობენ სვეტიცხოველში, ალავერდში, ბაგრატის ტაძარში, ნიქოზში, ბოლნისის სიონში, მარტვილის მონასტერში, ახალციხესა და ბათუმში, ასევე სხვა ეპარქიებში. მათ პირდაპირ ჩართვებს თქვენ 22:00 საათზე ნახავთ.