დღეიდან სკოლებში ტრენინგი - უსაფრთხო ინტერნეტი დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ინტერნეტის“ ორგანიზებით, დღეიდან სკოლებში ტრენინგი – უსაფრთხო ინტერნეტი დაიწყო. ტრენინგზე  მოზარდებმა ინფორმაცია კიბერძალადობისგან და ინტერნეტბულინგისგან დაცვაზე, ასევე სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის გონივრულად გამოყენებაზე მიიღეს. პროგრამა 14-დან-18 წლამდე სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი და პრეზენტაციის თემები ფსიქოლოგების მიერაა შემუშავებული.

მოსწავლეების გარდა, ამ თემაზე ტრენინგი მშობლებსაც ჩაუტარდებათ. პირველ ეტაპზე ტრენინგი თბილისის სკოლებში დაიწყო, სექტემბრიდან კი მთელ საქართველოს მოიცავს, პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.