დღეიდან მწვანე პასპორტები ამოქმედდა 

ახალი რეგულაცია ძალაშია – დილიდან საქართველოში მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდა.

კაფეებსა და რესტორნებში, ასევე გასართობ და კულტურულ დაწესებულებებში, სპორტულ დარბაზებსა და სამთო კურორტების საბაგიროებზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები ან კოვიდ-გადატანილები არიან. სხვა შემთხვევაში მათ პისიარ-კვლევის ან სწრაფი ტესტების პასუხები უნდა ჰქონდეთ თან. უთანხმოების თემად რჩება კოვიდ-გადატანილებისთვის მწვანე საშვების მოქმედების ვადა. ეპიდემიოლოგები მათთვის უვადო მწვანე სტატუსის მინიჭებას აპროტესტებენ, კოვიდ-გადატანილი პირებისთვის მწვანე პასპორტების ვადის ექვს თვემდე შემცირებას ითხოვს თავად ბიზნესიც. ექიმების ნაწილი საკოორდინაციო საბჭოს იმ ობიექტების ჩამონათვალის გაფართოებას სთხოვს, სადაც მწვანე საშვები იმოქმედებს. განსაკუთრებული აქცენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კეთდება.