დღეიდან აჭარას მთავრობის ახალი თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი ეყოლება

დღეიდან აჭარას მთავრობის ახალი თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. რიგგარეშე სხდომა სამ საათზეა ჩანიშნული. ნდობის მისაღებად თორნიკე რიჟვაძეს და მისი კაბინეტს  11 ხმა სჭირდება. უმრავლესობა კი უმაღლეს საბჭოში 14 მანდატს ფლობს, ამიტომ კენჭისყრის დროს გართულებებსა და პრობლემებს მმართველი პარტია არ ელოდება.

დამტკიცებამდე კი კანდიდატებს დღეს კიდევ ერთხელ უმრავლესობისა და ოპოზიციის მხრიდან დასმულ შეკითხვებზე მოუწევთ პასუხის გაცემა.