დეზინფორმაციული კამპანია მასშტაბური პროექტის წინააღმდეგ
„ქართულ ოცნებაში“ „იგლ ჰილსის“ პროექტის წინააღმდეგ მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობენ. მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, „ალტ ინფო“ და კონკრეტული პირები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც ირაკლი კობახიძის სიტყვები ამოჭრილი, დამონტაჟებულია და სავარაუდოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მასალებიცაა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გარე ძალების მიერაა ორგანიზებული.