დეზინფორმაციის კამპანია საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ

პანკისში მომხდარი არეულობის დროს პირველი არხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო კრიტიკის სამიზნე. ამჯერად მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდის მიერ გავრცელებული ფოტოა, რომელიც ალაზნის პირზე, სადავო ჰესის მშენებლობის ადგილზე ადგილობრივების ლოცვას ასახავს.

ტელევიზიას ედავებიან იმ რაკურსის გამო, რომელიც ნამაზის დროს არის გადაღებული. პოლიტიკოსების ნაწილმა ფოტოს მიღმა რელიგიური შუღლის გაღვივების ნიშნებიც კი დაინახა, თუმცა ასე არ ფიქრობს პანკისის ხეობაში მცხოვრები იმამი, რომელიც რაკურსს სწორად შერჩეულს უწოდებს.

პირველი არხი ფოტოსურათის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანიის გაგრძელებად მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი