დეზინფორმაციის კამპანია პირველი არხის წინააღმდეგ

სეიმში ლიეტუველი დეპუტატის დაბარების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო საქართველოს პირველი არხი მორიგი თავდასხმის სამიზნე გახდა.

ზოგიერთი მედია-საშუალების წარმომადგენლები ჩვენს ტელევიზიას ჟიგიმინტას პავილიონისის წინააღმდეგ კამპანიის აგორებაში ადანაშაულებენ და ერთ-ერთი მოქალაქის „ფეისბუქ“-პოსტზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ პირველი არხი რუსულ სააგენტოს დაეყრდნო. თუმცა, პირველი არხის ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გავრცელების წყარო ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი იყო. მოგვიანებით ბრალდებების ერთ-ერთმა ავტორმა სოციალურ ქსელში საკუთარი პოსტი საერთოდ წაშალა.

დატოვე კომენტარი