„დევნილთა უღელტეხილი“ – მოზარდ მაყურებელთა თეატრის მე-100 საიუბილეო სეზონის პრემიერა
გუშინ, 7 ოქტომბერს, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მე-100 საიუბილეო სეზონის პირველი პრემიერა გაიმართა. მაყურებელმა გურამ ოდიშარიას მოთხრობის მოტივებზე შექმნილი სპექტაკლი „დევნილთა უღელტეხილი“ იხილა. წარმოდგენა ომის ტრაგედიას, დევნილობის მეხსიერებას და ადამიანის შინაგან გადარჩენას ეხება.