დევნილთა სამინისტროს ინიციატივა

110 დევნილი ოჯახისთვის იპოთეკურ სესხს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაფარავს.

ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებზე გაიცემა, რომლებმაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეიძინეს ბინა და ის ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს.

სესხის დაფარვის მაქსიმალური ოდენობა 20 ათას ლარს შეადგენს.

განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.