დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომა

140 დევნილი ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა იწყება.

სპეციალური კომისია დევნილთა განსახლებას ამჯერად წყალტუბოში გეგმავს. საკითხზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც  ბინები გადაეცემათ, დევნილთა სამინისტროსა და ეკო-მიგრანტთა სააგენტოს ვებ-გვერდებზე გამოქვეყნდება. წყალტუბოში, კიდევ 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ბინას დამატებით 420 იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.