დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღე გამართა, სადაც სამშენებლო კომპანიებს გააცნეს სატენდერო პირობები. ფონდს, ამ ეტაპზე, უკვე დაკონტრაქტებული აქვს ზუგდიდის 3 კორპუსზე და წყალტუბოს 6 კორპუსზე ხელშეკრულება.

დარჩენილია ზუგდიდის, წყალტუბოს და ქუთაისის ორ-ორი კორპუსის მშენებლობა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიზანია, სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, უკეთ მოემზადონ და კონკურენტულ გარემოში უზრუნველყოფილი იყოს ღია და თანაბარი პირობები.

დატოვე კომენტარი