დევნილთა სააგენტომ ორწლიანი მუშაობა შეაჯამა

დევნილთა სააგენტომ ორწლიანი მუშაობა შეაჯამა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პანდემიის მიუხედავად, წარმატებით განხორციელდა დევნილთა განსახლებისა და დასაქმების პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, ახალი საცხოვრებელი 700- მდე დევნილ ოჯახს გადაეცა, დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, სააგენტომ 1 066 იძულებით გადაადგილებული პირი დააფინანსა. ღონისძიებაზე სააგენტოს წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზეც ისაუბრეს.