დევნილთა პრობლემები სოფელ დავითიანში

დევნილთა პრობლემები სოფელ დავითიანში. იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები უკვე წლებია, საბავშვო ბაღის ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. დანგრევის პირას მყოფ შენობაში არც წყალი აქვთ და არც საკანალიზაციო სისტემაა მოწესრიგებული. პრობლემების მიუხედავად, ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით ამ ოჯახების დახმარებას ვერ შეძლებენ, რადგან ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ.

რეპორტაჟი სამეგრელოდან.