დევნილთა ნაწილის აქცია

ახალი არჩევნების და დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მოქალაქეებმა.

პროტესტის მონაწილეები ვაჟა ფშაველას გამზირზე აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შენობასთან შეიკრიბნენ. მათ ასევე გააპროტესტეს მიხეილ ყაველაშვილის არჩევნებში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრების მონაწილეობა. შეკრებილების განცხადებით, იგეგმებოდა მსვლელობის მოწყობა, თუმცა შეკრებილთა სიმცირის გამო მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.