დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა

18:46, 16.10.2026

დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის, განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან დაიწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში მიიღება. ახალ პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი, ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული. ფულადი კომპენსაცია, განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად  გაიცემა და მისი  ოდენობა, ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს.
აღნიშნული პროგრამისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტში, 58 მილიონი ლარი გამოიყო, მომდევნო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

მსგავსი