დევნილთა აქცია

იძულებით გადაადგილებული პირების პროტესტი გრძელდება დევნილთა სამინისტროსთან.

აქციის 29-ე დღეს, შეკრებილებთან დევნილთა გაერთიანების თავმჯდომარე ლელა გულედანი იმყოფებოდა. პროტესტის მონაწილეებს მან საქმეების გამოთხოვა შესთავაზა. გულედანის თქმით, საქმეების გაცნობის შემდეგ სასამართლო დავას დაიწყებენ. შეთავაზებას არ ეთანხმებიან სამინისტროსთან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დღემდე მათ დასახმარებლად არავინ მისულა.