დევნილთა 1600 ოჯახს ბინები გადაეცა

12:02, 19.09.2026

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი – თვალჭრელიძის ქუჩაზე დღეს 1600-მა ოჯახმა სრულიად გარემონტებული ბინა მიიღო. მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტში ჩაიდო 280 მილიონი ლარის ინვესტიცია და თბილისში შეიქმნა თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი უბანი. პროექტი სულ 11 კორპუსსა და 2 400-ზე მეტ ბინას აერთიანებს, ოთხ შენობაში მოსახლეობა გასულ წელს უკვე შესახლდა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, დევნილების ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფა ხელისუფლების უცვლელი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება რეგიონებშიც.

მსგავსი