დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს

დევნილის სტატუსის მქონე ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. ოჯახს, რომელიც ვაჟა ფშაველას გამზირზე, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში 11 წელია ცხოვრობს, მესაკუთრე ფართის დატოვებას სთხოვს.

ქარდავების ოჯახი სახელმწიფოსგან ან ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას, ან იმ საცხოვრებელ სახლში დაბრუნებას ითხოვს, რომელიც მათ 2006 წელს გადაეცა, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, აღნიშნულ ფართში სხვა ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს და მათ გამოსახლებას ვერ ახერხებენ.

დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმართვის შემთხვევაში, ისინი მზად არიან, ოჯახი საცხოვრებლით დააკმაყოფილონ.