დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება

18:34, 24.10.2025

დღეს, იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი შეავსო. პროექტი თვალჭრელიძის ქუჩაზე ხორციელდება და მშენებლობის დასრულების შემდეგ 11 კორპუსში გარემონტებულ ბინებს 2 426 ოჯახი მიიღებს. მშენებარე კომპლექსში, უკვე დასასრულს უახლოვდება 4 კორპუსის სარემონტო სამუშაოები. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თბილისში, ნგრევად შენობებსა და მძიმე პირობებში, არცერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს და ასეთი ტიპის ყველა ობიექტი დაიხურება.

მსგავსი