დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემა

თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განცხადებების შევსება დაიწყო. ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.  ამ ეტაპზე გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად,  ორ და სამ-ოთახიანი ბინები გადანაწილდება.  გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ნგრევადი ობიექტი დაიხურება. რაც შეეხება იმ იჯახებს, რომლებსაც ფართის მოთხოვნით განცხადება უკვე შე ვსებული აქვთ, დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში მოუწევთ.