დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილება

12:15, 27.08.2026

თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, კონკრეტულად რომელ ბინებს მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ამ ეტაპზე კი საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება. მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 426 დევნილი ოჯახი გახდება. 

მსგავსი