დევნილებისთვის კომპენსაციების გაცემა იწყება – პროგრამის დეტალები

21:55, 16.10.2026

დევნილებისთვის ამოქმედებული ახალი პროგრამა მომდევნო კვირას იწყება. სურვილის შემთხვევაში იძულებით გადაადგილებული ოჯახი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად ფულად კომპენსაციას მიიღებს.

თანხა ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს და მას ყველა წევრი საკუთარ ანგარიშზე მიიღებს. თუმცა პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია ოჯახის თითოეული წევრის თანხმობა. კომპენსაციის გაცემამდე გათვალისწინებულია ადგილზე მონიტორინგის ჩატარებაც. განაცხადების და შესაბამისი საბუთების წარდგენა იუსტიციის სახლებში იგეგმება. ახალი შეთავაზება გავრცელდება ყველა იმ ოჯახზე, რომლებსაც მანამდე განსახლების არცერთი სახელმწიფო პროგრამით არ უსარგებლია. პროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ის პირებიც, რომლებიც 2023 წლის პირველი იანვრის შემდეგ დაიბადნენ.

გვანცა ცისკაძე გაგვაცნობს პროგრამით სარგებლობის პირობებს და იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც ბენეფიციარები უნდა აკმაყოფილებდნენ.

მსგავსი