დევნილებისთვის ფულადი კომპენსაციის პროგრამა ამოქმედდა
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამა ოფიციალურად ამოქმედდა.
შესაბამისი განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებშია შესაძლებელი. პროგრამა ნებაყოფლობითია და მისით სარგებლობა უფლება ყველა იმ დევნილს აქვს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია აქამდე არ მიუღია. თანხის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათას ლარს შეადგენს. იუსტიციის სახლებში დილიდან ხალხმრავლობა იყო, მთავრობის ინიცირებული ალტერნატიული მექანიზმით სარგებლობის მსურველთა რაოდენობა, საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა.
საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი და ფულადი კომპენსაციის გაცემის პირობები – ნახეთ გვანცა ცისკაძის სიუჟეტში.