დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი

ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობიდან გასახლების პროცესი გრძელდება.

დევნილთა ნაწილი სახელმწიფოს შეთავაზებას დათანხმდა. მათ საცხოვრებელი ფართები ქინძმარაულის ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსში მიიღეს. მიმდინარე მშენებლობების პროცესისთვის დაცდა ან ლიმიტირებული თანხით ბინების თავად მოძიება – სწორედ ეს არის ის ორი არჩევანი, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს სთავაზობს. 100-ზე მეტი ოჯახიდან პირობები მისაღები მხოლოდ 20-მდე ოჯახისთვის აღმოჩნდა. უმძიმეს პირობებში მცხოვრები დანარჩენი ოჯახების საკითხი ისევ ღიად რჩება. მოლაპარაკებები გრძელდება.