დევნილების საპროტესტო აქცია სენაკში

სენაკში ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში ჩასახლებულმა დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკვე წლებია, სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მათივე თქმით, სამი კორპუსი, სადაც სამასამდე ადამიანი ცხოვრობს, საკანალიზაციო მილების გარეშეა დარჩენილი.

მოსახლეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი შეხვდა და მათ პრობლემების უმოკლეს დროში მოგვარებას დაჰპირდა.