დევნილების მოთხოვნა

უშედეგოდ დასრულდა მოლაპარაკება „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილ დევნილებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს შორის.

სავარაუდოდ, დღეს, 9 საათიდან, სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკებებს კვლავ განაახლებენ.

ღამის განმავლობაში პროტესტს სხვა დევნილებიც შეუერთდნენ. დევნილები ამბობენ, რომ შენობებში არანაირი საცხოვრებელი პირობები არ არის, სამართალდამცველები კი საკვებისა და სასმელი წყლის შეტანის უფლებას არ აძლევენ.

სამინისტროში განმარტავენ, რომ საჭიროების მიხედვით, ეტაპობრივად დააკმაყოფილებენ დევნილების მოთხოვნებს, თუმცა პროტესტის ეს ფორმა უკანონოა.

დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში შეჭრილი 150-მდე ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვს.