დევნილების მოთხოვნა

ასოცდაათამდე ოჯახი ამ დრომდე „დირსის“ საცხოვრებელ კორპუსში რჩება.

იძულებით გადაადგილებული პირები კონკრეტული გარანტიების მიღებამდე შენობის დატოვებას არ აპირებენ. ცოტა ხნის წინ, დევნილთა სამინისტრომ საინიციატივო ჯგუფთან მორიგი მოლაპარაკება გამართა, რა დროსაც იძულებით გადაადგილებულმა პირებმა ყველა ოჯახის საკითხის ინდივიდუალურად განხილვის პირობა მიიღეს. შეხვედრის მონაწილეები მოლაპარაკების დეტალებს და სამინისტროს შეთავაზებას „დირსის“ კორპუსში მყოფ ოჯახებს გააცნობენ, რის შემდეგაც გაირკვევა, დატოვებენ თუ არა დევნილები ძალით დაკავებულ საცხოვრებელ კორპუსს.

მითითებული კორპუსი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მასში ბინების მიღებას, შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება სჭირდება.

მარიამ ბერძენიშვილი მუშაობს თემაზე.