დევნილების მოთხოვნა

სახალხო დამცველის ახალი ანგარიშის ერთი ნაწილი ეთმობა დევნილებს, რომელთა ნაწილი, ომბუდსმენის აზრით, სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსებში ცხოვრობს. სავარაუდოდ, მათ შორის მოიაზრებიან ის დევნილი ოჯახებიც, რომლებიც დღეს „დირსის“ მშენებარე კორპუსში შეიჭრნენ. ამ ფორმით 200-მდე ოჯახი ბინების მისაკუთრებას ცდილობს.

მშენებლობის დასრულების შემდეგ ორთაჭალაში მშენებარე ობიექტი დევნილთა სამინისტროს ბალანსზე გადავა და სწორედ სამინისტრო გაანაწილებს ბინებს იძულებით გადაადგილებულ პირებზე, თუმცა ფართების მისაღებად დევნილები ცალკეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ.

უპირატესობა რიგში მყოფ იმ ოჯახებს მიენიჭება, რომელთა საცხოვრებელი სახლები ავარიულია.

სამინისტროს წერილობითი მიმართვა მიუღებელია კორპუსში შეჭრილი ოჯახებისთვის, რომლებიც შენობის დატოვებას არ აპირებენ.