დევნილების ბინებით უზრუნველყოფის პროგრამა

თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, რუსთავი და ბორჯომი – ეს ის ქალაქებია, სადაც სახელმწიფო დევნილებს საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს.

განსახლების პროგრამის ფარგლებში 2025 წლამდე, ახალ აშენებულ კორპუსში ბინას 7000-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს, 6000-მდე იძულებით გადაადგილებულს კი, სახელმწიფო სახლს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სოფელში გადასცემს. ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, ბიუჯეტიდან 900 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ქუთაისში ის ოჯახები მოინახულა, რომლებიც უკვე ორი თვეა საკუთარ ბინებში ცხოვრობენ.