დევნილების ბინებით დაკმაყოფილება

ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში პროტესტი არ წყდება.

დევნილი 53 ოჯახი საცხოვრებელი ფართების მიღების მოთხოვნით უკვე ერთი თვეა, ღამეს უწყების მისაღებში ათენებს. იძულებით გადაადგილებულები ამბობენ, რომ 27-წლიანი ლოდინის შემდეგ ვერც ამჯერად მოხვდნენ იმ პირთა სიაში, რომელთა ბინებით დაკმაყოფილება იგეგმება. აქციის მონაწილეები კრიტერიუმების თავიდან გაწერას და იმ კომისიის შეცვლას ითხოვენ, რომელიც იძულებით გადაადგილებულთა განცხადებებს სწავლობს და სპეციალური კრიტერიუმებით აფასებს. ჯანდაცვის სამინისტროს შესასვლელში მყოფი დევნილების მონაყოლი უწყების მონაცემებს არ ემთხვევა.