დევნილ ოჯახებს ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცათ

12:27, 06.01.2026

იძულებით გადაადგილებულ 400-მდე პირს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა და ხელსაწყოები გადაეცემა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გამარჯვებული პროექტები კომისიამ კონკრეტული კრიტერიუმებით გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა თავად შეარჩიეს სამუშაო იარაღები, რაც მათ საქმიანობის დაწყებაში ან გაფართოებაში დაეხმარება. უწყების ცნობით, პროგრამის მიზანია დევნილებისა და ეკომიგრანტების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა.

მსგავსი