წერილი ევროკავშირის წარმომადგენლისგან

15:05, 30.10.2025

საქართველოს მთავრობამ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისგან, დევიდ ო’სალივანისგან წერილი მიიღო, სადაც ის მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისა და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომ არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. წერილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ევროკომისიის ფინანსური სტაბილურობის, ფინანსური სერვისებისა და კაპიტალის ბაზრების კავშირის გენერალური დირექტორატის წერილში, რომელსაც ხელს აწერს ჯეიკ ო’სალივანი, ასევე ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად. წერილს მმართველი გუნდი ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს განცხადება არ არის პირველი პოზიტიური შეფასება, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა არასოდეს ყოფილა.

მსგავსი